კრასნოიარსკის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ "კანონიერი ქურდი" გურამ ჩიხლაძე გათავისუფლდა, რომელიც კრიმინალურ წრეებში "გურამ კუტაისკის" ან "კვეჟოევიჩის" სახელითაა ცნობილი.
შთამომავლობითმა "კანონიერმა ქურდმა" თავისი ცხოვრების 28 წელიწადიდან მეოთხედი პატიმრობაში უკვე გაატარა.
ზუსტად ერთი წლის წინ გურამ ჩიხლაძეს ორწლინხევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სექტემბერში იგი კრასნოიარსკის კოლონიაში გადაიყვანეს სადაც "კანონიერი ქურდის" წოდების შენარჩუნება ძალიან ძნელია, ვინაიდან იქ მყოფი პატიმრები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის რომ "ქურდი ქურდად არ დარჩეს". იმის გამო, რომ გურამის მიერ "კანონიერი ქურდის" წოდებაზე უარის თქმის ინფორმაცია არ გამოჟონილა, კრასნოიარსკის კოლონიაში მისი მშვიდად სასჯელის მოხდის საიდუმლო ჯერაც ამოუხსნელია.