უკრაინის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ღვინის მწარმოებელმა "ინკერმანის ღვინის ქარხანამ" "როსპატენტში" სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციისათვის 9 განაცხადი შეიტანა. უკრაინული კომპანია "როსპატენტს", ქართული ღვინის ტრადიციული სახეობების გამოყენებით სთხოვს რეგისტრაციაში გაატაროს სავაჭრო ნიშნები: "ინტერმან საფერავი", "ინტერმან რქაწითელი", "ინტერმან სოვინიონ - რქაწითელი".
მარკეტოლოგების აზრით, უკრაინული მწარმოებლების ინიციატივა საკმაოდ კარგი და საინტერესო სვლაა, რადგანაც 2006 წლიდან რუსეთის ბაზარზე ქართულ ღვინოზე ემბარგო მოქმედებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ დასახელებებზე შედავებას ვეღარავინ შეძლებს, რადგანაც დარეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანებში ფიქურირებს ყურძნის სახეობების დასახელება და არა ადგილწარმოშობის სახელები.
როგორც "ინტერმანის" ქარხანაში განმარტავენ, აღნიშნული ღვინოების სახეობები საკმაოდ პოპულარულია უკრაინაში და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კომპანიის მენეჯმენტმა ამ ღვინოების გატანა რუსულ ბაზარზე.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქართული ბრენდის არსებობა ღვინის დასახელებაში იქნება საკმაოდ კონკურენტუნარიანი წინადადება რუსეთის ბაზარზე, რადგან რუსეთის ბაზრის სამინზე ჯგუფს კარგად ახსოვს ქართული ღვინო და ისინი ლოიალურად არიან განწყობილი მის მიმართ.