ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების "საწარმოთა მართვის სააგენტოს" ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა.
ალექსანდრე  ხოჯევანიშვილი, რომელიც დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას- სსიპ  "საწარმოთა მართვის სააგენტოს" ხელმძღვანელობდა, ამიერიდან მუშაობას სოფლის მეურნეობის სამინისტროში გააგრელებს. 
თუმცა მანამდე ხოჯევანიშვილი საწარმოთა მართთვის სააგენტომდე ეკონომიკის სამინისტროს  გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა. მანამდე კი  2007-2009  წლებში  -  თავდაცვის სამინისტროს, გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. ხოჯევანიშვილი 2005-2006   წლებში  შინაგან საქმეთა სამინისტროს,  კონტრდაზვერვის დეპარტამენტის  განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. 
2004 -2005  წლები  კი ის სახელმწიფო უშიშროების  სამინისტროს, მინისტრის მოადგილის თანაშემწე იყო.