ივანე მერაბიშვილთან შეთანხმების გარეშე ვერა ქობალია პირდაპირი მიყიდვის წესით ქონებას ვეღარ გაასხვისებს. პრემიერ-მინისტრის №285 დადგენილების თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვალდებული ხდება პირდაპირი მიყიდვის გზით გასასხვისებელ ობიეტქზე დეტალები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეუთანხმოს.
"სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პრივატიზების საკითხს საქართველოს პრეზიდენტთან წარდგინებამდე წინასწარ უთანხმებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა"- ნათქვამია დადგენილებაში.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკითხის შემდგომ მსვლელობას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობით. დადგენილება 25 ივლისიდან უკვე ძალაში შვიდა.
მასალის გამოყენების პირობები