ქობულეთში, ახალი ღამის კლუბი „ბუმერანგი" გაიხსნება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გართობისა და ღამის ცხოვრების მოყვარულებისათვის ახალ ტურისტულ სეზონზე ქობულეთში კიდევ ერთი ღამის კლუბი "ბუმერანგი" გაიხსნება.
" კლუბი არაერთი გასართობ ღონისძიებას უმასპინძლებს. მთელი სეზონის განმავლობაში კლუბში დაუკრავს მოწვეული დი-ჯეები, ხოლო 6 აგვისტოს იგეგმება ცოცხალი პერფომანსი კახაბერთან და ხანუმეთან ერთად.კლუბი "ბუმერანგი" სტუმრებს სხვა მრავალ სიურპრიზს პირდება"- განმარტავენ დეპარტამენტში.
მასალის გამოყენების პირობები