Apple-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ მეორე კვარტალში 8,8 მლრდ დოლარი გამოიმუშავა, რაც გასული წლის ანალოგიური პოერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 1,5 მლნ დოლარითაა გაზრდილი.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, iPad გაყიდვები 2-ჯერაა გაზრდილი, iPhone-ის გაყიდვები კი 28%-ით.
კომპანიის საერთო შემოსავალმა მეორე კვარტალში 35 მილიარდი შეადგინა. აპრილიდან ივნისის ჩათვლით კომპანიამ 17 მლნ iPad-ი გაყიდა, რითაც საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. კომპანიის მიერ მეორე კვარტალში მთლიანობაში 29 მლნ iPhone-ი იქნა გაყიდული. მთლიანობაში Apple-მა 2007 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით 244 მლნ iPhone-ი გაყიდა.