აჭარის სამთავრობო დელეგაცია ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით ავსტრიაში იმყოფება. ოთხდღიანი ვიზიტის მიზანია აჭარასა და ავსტრიის ქალაქ ზალცბურგს შორის თანამშრომლობის საკითხების განხილვა, რომელიც ტურიზმის, კულტურისა და ეკონომიკის სფეროებს მოიცავს.
ვიზიტის ფარგლებში ლევან ვარშალომიძე ზალცბურგის ტურიზმისა და სასტუმროების მართვის ინსტიტუტს მოინახულებს.
სამი თვის წინათ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ინსტიტუტის ფილიალს შორის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმად აჭარაში, აღნიშნული სასწავლებლის ფილიალი გაიხსნება და იგი ქობულეთის პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე განთავსდება. აჭარის არ. მთავრობის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ზალცბურგის ფესტივალის გახსნაზე.
მასალის გამოყენების პირობები