ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტო" ტყის ხმობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.
მავნებლების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის სამუშაოების მეორე ეტაპი ბორჯომის ხეობაში დღეს დაიწყო. პრევენციული ღონისძიებები 10 ჰა ტყის მასივზე ჩატარდება. დაზიანებულ ფართობზე სპეციალური ხელსაწყოები განთავსდება, რაც ტყეში მავნებლების რისკებს შეამცირებს და მათ გავრცელებას შეუშლის ხელს.
„ბუნებრივი რესურსების სააგენტოს" დაკვეთით, აგრარულმა უნივერსიტეტმა სამცხე-ჯავახეთსა და ბორჯომის ხეობაში ტყეების ფიტო-პათოლოგიური კვლევა მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ ტყის მასივებში მავნე მწერებია გავრცელებული, რომლებიც ხეების ხმობას იწვევს.
ბორჯომის ხეობაში პრევენციული ღონისძიებების პირველი ეტაპი უკვე მიმდინარეობს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ტყის მასივებში პარაზიტული მავნებლების გავრცელების რისკები მნიშვნელოვნად შემცირდ
მასალის გამოყენების პირობები