ფესტივალი არტ-გენი 2012 დღეიდან ახალ რეჟიმში იწყებს მუშაობას. მთელი დღის მანძილზე ფესტივალის ტერიოტორიაზე ხალხური რეწვის გამოფენა გაიმართება, ხოლო 19 საათიდან დიდ სცენაზე საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა გელოდებათ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამოს ფოლკლორულ ნაწილს ანსამბლი „ბასიანი" და „ელესა" (ქედა) გახსნის, შემდეგ მათ უცხოური ჯგუფები „სკოტები" (შოტლანდია) და Tekla Klebetnica (პოლონეთი) შეენაცვლება, ხოლო საღამოს ჯგუფი „ზუმბალენდი" დახურავს.
ფესტივალი არტ-გენი უკვე მეცხრე წელია ტარდება და მას ყოველწლიურად თან სდევს ახალი აქტუალური თემა. ტრადიციულად, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან ერთად, ფესტივალი "არტ-გენი 2012" -ის წლევანდელი დევიზია "გაუფრთხილდი ოჯახს", რაც გულისხმობს ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას.
შეგახსენებთ რომ ფესტივალმა 3 ივლისს კახეთში აიღო სტარტი და რეგიონალური ტური საქართველოს რამდენიმე ქალაქში ზუგდიდში, წყალტუბში, ჩოხატაურსა და ფოთში ჩატარდა. ხოლო 21 ივლისიდან არტ-გენმა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადმოინაცვლა და იგი 29 ივლისის ჩათვლით გასტანს.
ფესტივალის პროგრამა:
26 ივლისი:
12:00 -19:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
19:00 ბასიანი, ელესა (ქედა)
20:00 "სკოტები" (შოტლანდია), Tekla Klebetnica (პოლონეთი)
22:30 ჯგუფი "ზუმბალენდი"
27 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები"
19:00 შავნაბადა, შვიდკაცა (გურია)
20:00 "სკოტები" (შოტლანდია)
22:30 ნინო ქათამაძე
28 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები"
19:00 თამაზ ყურაშვილის ჯაზბენდი, ჩვენებურები, მიჟე-ნარი (ლენტეხი)
22:30 სუხიშვილები
29 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები". გაიმართება ქალაქური კრივის შეხვედრები და ქართული რაგბი "ლელობურთი""შავფაროსნების" ორგანიზებით და მონაწილეობით
19:00 ანსამბლი "ლაშარი", "საგალობელი" (რაჭა), ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ლელა თათარაიძე და კვარტეტი "კესანე"
22:30 Speed Caravan (საფრანგეთი, ალჟირი)