საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს სთავაზობს გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია და სატრანსპორტო ინფრატრუქტურა სატრანზიტო პუნქტად, ავღანეთში სამხედრო ტვირთების ჩასატანად. ამ ინიციატივის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკული საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტედ პრესის" -ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
საუბარი მიდის სარტრანსპორტო დერეფნის შექმნაზე, რომლის გამოყენებაც ავღანეთში სამხედრო ტვირთების ჩასატანად საქართველოს ტერიტორიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით მოხდება.
"საქართველო მზადაა დასავლეთის ქვეყნების გემებს შავ ზღვაზე არსებული თავისი პორტებით სარგებლობის უფლება მისცეს, ასევე ნება დართოს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს დაეშვან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აეროდრომებზე გამართვისათვის",_ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ამას გარდა "ასოშიეიტედ პრესი"-ის აზრით, დასავლეთის სამხედრო გემების შავ ზღვაში შესვლა "სავარაუდოდ, მოსკოვისათვის გამაღიზიანებელი ფაქტორი გახდება და ობამას ადმინისტრაციას გაუჭირდება ამ წინადადები მიღება",_ აღნიშნავს სააგენტო.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა ის, რომ რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებების თანახმად, აშშ-ს წარმატება ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში რუსეთის ინტერესებსაც შეესაბამება.
"არა მგონია რუსეთი ღიად გამოვიდეს ამ გეგმების წინააღმდეგ",_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ თბილისი, დაინტერესებულია რეგიონში აშშ-ს უფრო ფართო სამხედრო ყოფნით, თუმცა არა შემაკავებელ როლი. ამასთან დაკავშირებით, სააკაშვილმა დარწმუნება გამოხატა იმაში, რომ ახალი სატრანზიტო მარშრუტის გამოყენება არ იქნება რუსეთისათვის "არანაირი და არც ირიბი სამხედრო შემაკავებელი ფაქტორი".
საქართველოს პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ პირველად მან ასეთი სატრანზიტო დერეფნის შექმნის იდეა, გასული წლის ივლისში საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს გააცნო. სააკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ აღნიშნული წინადადება განიხილა ასევე აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის გენერალ დევიდ პეტრეუსთან, რომლის ოპერატიულ პასუხისმგებლობაში შედის ასევე ახლო აღმოავლეთი და ავღანეთი.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად აშშ-სა და ნატოს ახალი სატრანზიტო გზები ჭირდება, იმდენად რამდენადაც ამერიკული ჯარის კონტიგენტი ავღანეთში ორჯერ გაიზარდა. თავისი როლი შეასრულა ამაში ყირგიზეთმაც, რომელმაც აშშ- ამხედრო ბაზა "მანასის" იჯარის გაგრძელებაზე უარი უთხრა.
ამჟამად აშშ ავღანეთში დილოცირებული თავისი არმიისა და დანაყოფებისათვის სატრანზიტო ტვირთებს ბალტიის ზღვიდან რუსეთის, ყაზახეთის და უზბეკეთის გავლით აწვდის. რამდენიმე ხნის წინ კი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ყაზახეთის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მიწოდებების შესახებ.
რუსეთიც მოელაპარაკა აშშ-ს რომ თავის საჰაერო სივრცეს დაუთმობდა სამხედრო ტრანზიტული გადაზიდვებისათვის, თუმცა აშშ-მ ეს შესაძლებლობა 2008 წლის ზაფხულიდან მხოლოდ ერთხელ გამოიყენა.
დამკვირვებელთა აზრით, აშშ-ს ძალისხმევა მიმართულია იმისაკენ, რომ გააგრძელოს ნატოს ტვირთების ახალი კასპიური ტრანზიტი. გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციით, აშშ-მ უკვე მიაღწია წინაწარ შეთანხმებას საქართველოსთან და აზერბაიჯანთან. საქართველოს გავლით, ტვირთები ჩავა აზერბაიჯანში, შემდეგ საზღვაო გზით ყაზახურ პორტ აკტაუში გადავა, იქიდან კი უზბეკეთის ტერიტორიის გავლით ავღანეთის ტერიტორიაზე.