სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი კახეთში თავისი უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ მიხელ სააკაშვილმა ლევან ბეჟაშვილს სტიქიის შედეგად შექმნილი საგანგებო შტაბის ხელმძღვანელობა ჩააბარა.
იგი დაზარალებული რეგიონებში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გააკონტროლებს. ამასთან ბეჟაშვილს რთველის წარმატებულად ჩატარებაც დაევალა.