გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მსოფლიო თანამეგობრობისგან სირიაში მიმდინარე სისხლისღვრის შეჩერებას მოითხოვს.
"მსოფლიომ უნდა გამოიყეენოს ყველა შესაძლებლობა, რომ სირიაში სისხლისღვრა შეწყდეს", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
მისვე თქმით, მსოფლიომ სათანადო პასუხი უნდა გასცეს საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლებების უხეში დარღვის ფაქტებს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში მიიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას 16 თვის განმავლობაში 10-დან 15 ათას ადამიანამდე ემსხვერპლა. მათ შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეობაა.