დღეს, 26 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
კვლევა შეეხება საქართველოს ფისკალურ რისკებს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდებში. განხილული იქნება საქართველოს სახელმწიფო ვალის და საგადასახადო შემოსავლების საკითხები, თუ რამდენად მდგრადია საქართველოს საბიუჯეტო პოლიტიკა და რა დონის გამოწვევებს შეუძლია უპასუხოს.
კვლევა ჩატარდა "პი-ემ-სი" კვლევითი ცენტრის მიერ. პრეზენტაციაზე მოწვეულია არიან ეკონომიკური პროფილის პროფესორები და სტუდენტები, საქართველოს სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, არასამთარობო ორგანიზაციები.
შეხვედრის მიზანია საზოგადოების ფართო ფენებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ფისკალურ რისკებზე დისკუსიის გამართვა.