საერთაშორისო-რესპუბლიკურმა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 94% ეკლესიას ენდობა, 89% - ჯარს, 88% - პოლიციას, 69% - პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 66% - საქართველოს მთავრობას, ხოლო 65% - პარლამენტს.
შეგახსენებთ, რომ კვლევა საერთაშორისო-რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. კვლევის დროს 1 500 ადამიანი გამოიკითხა. აღნიშნულ მონაცემებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.