IRI -ის კვლევის თანახმად, ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს გამოკითხულთა 37% დაუჭერს მხარს.
IRI -ის კითხვაზე - მომდევნო კვირას საპრეზიდენტო არჩევნები, რომ ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს? - ხმები ასე გადანაწილდა: ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გამოკითხულთა 37% უჭერს მხარს, ბიძინა ივანიშვილს - 24%, გიორგი თარგამაძეს რესპონდენტთა 7%-მა დაუჭირა მხარი, არც ერთ კანდიდატს მხარს არ უჭერს რესპონდენტთა 6%, ხოლო 21%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ კვლევა საერთაშორისო-რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. კველვის დროს 1 500 ადამიანი გამოიკითხა. აღნიშნულ მონაცემებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.