2015 წლიდან აზერბაიჯანი ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსს შეიძენს და რუსეთს, უკრაინასა და ყახაზეთს გაუწევს კონკურენციას. აზერბაიჯანმა სახელმწიფო უწყება შექმნა, რომელიც ხორბლის წარმოებაზე იმუშავებს, რათა ქვეყანამ ხორბალს ქვეყნის გარეთ აღარ იყიდოს.
აზერბაიჯანს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 3 მლნ ტონა ხორბალი ესაჭიროება, თუმცა ხელისუფლებაში იმედოვნებენ რომ შემოდგომით ქვეყანა 2,5 მლნ ტონა ხორბალს აიღებს. შესაბამისად, აზერბაიჯანს მხოლოდ 0,5 მლნ ტონა ხორბლის იმპორტი მოუწევს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აზერბაიჯანმა იმპორტირებულ ხორბალზე დამოკიდებულება შეამციროს. ამ მიზნით, უწყება დამატებითი ხორბლის ყანების გაშენებას გეგმავს. პროექტი საერთო ჯამში 20 მლნ დოლარად ფასდება. ექსპერტთა შეფასებით 2015 წლიდან აზერბაიჯანი უარს იტყვის რუსულ, უკრაინულ და ყაზახურ ხორბალზე და უკვე თვად დაიწყებს ხორბლის ექსპორტს.