თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 16 ივლისს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო გაცემული #4/2756-12 და #4/2751-12 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე შპს ,,ბურჯს" ჯარიმის სახით დაეკისრა 11 018, 105 ლარის გადახდა, მას ასევე გადასახდელად დაეკისრა აღსრულების საფასური 771 267,35 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, დღეს, 2012 წლის 25 ივლისს, გამოცხადდა აუქციონი შპს ,,ბურჯი"-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე.
შპს ,,ბურჯი"-ს ქონების საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 10 307 663 ლარს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულების 50%, შესაბამისად შ.პ.ს. ,,ბურჯი"-ს ქონების საწყისი ფასია 5 153 831,5 ლარი.
განაცხადი აუქციონის შესახებ განთავსებულია ვებ-გვერდზე www.eauction.ge
ასევე, გაცნობებთ, რომ მოვალის მიერ მასზე დაკისრებული თანხის გადახდის შემთხვევაში, უქმდება ყველა სააღსრულებო ღონისძიება, შესაბამისად, წყდება აუქციონის მიმდინარეობა და იხსნება ქონებაზე დადებული ყადაღა.
აღსრულების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიურო შემდგომშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ.