რუსეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ლებედევმა დაადგინა, განხილულ იქნეს სარჩელი მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის განაჩენის გადახედვის შესახებ "იუკოსის" მეორე საქმეზე. სარჩელი იუკოსის მეორე საქმეზე, სასამართლოს დადგენილების - როგორც უკანონო განაჩენის - გადახედვის შესახებ ხოდორკოვსკიმ და ლაბედევმა გასულ თვეს შეიტანეს.
"ეს ან მორიგი სპეცოპერაციაა სასამართლოს გამოყენებით, ან სამართლიანობისკენ მოძრაობის დაწყება. სასურველია, რომ ეს იყოს მეორე", - განაცხადა ინტერფაქსთან ხოდარკოვსკის დამცველმა ვადიმ კლიუვგანგმა.
სარჩელში იუკოსის ექსმფლობელები მოსკოვის ხამოვნიჩის სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის საფუძველზედაც მათ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მოთხოვნის საფუძვლად ხოდარკოვსკიმ და ლებედევმა თავიანთი უფლებების დარღვევა დაასახელეს.