საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გურიაში სტუმრობის შემდეგ წალენჯიხაშიც იმყოფებოდა. პრეზიდენტმა წალენჯიხაში სტუმრობისას ნანა და თენგიზ ქუთელიების ოჯახი მონახულა, რომელთაც სახელმწიფომ სახლი გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ქუთელიების ოჯახი წყალდიდობის დროს დაზარალდა და მათი საცხოვრებელი აღდგენას არ ექვემდებარებოდა. ხელისუფლებამ მათ 2-სართულიანი სახლი შეუძინა.