აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ვაჟა ბოლქვაძესთან ერთად ბათუმის სამრეწველო ზონაში იმყოფებოდა. ლევან ვარშალომიძე სამრეწველო ზონის დაგეგმარების პროექტს გაეცნო, რომლის თანახმად 92,5 ჰექტარზე სხვადასხვა სახის საწარმო უნდა ამოქმედდეს.
აჭარის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სამრეწველო ზონაში ყველა პირობაა იმისათვის შექმნილი, რომ პოტენციურმა ინვესტორმა შეღავათიან ფასად შეიძინოს კონკრეტული მიწის ნაკვეთი, შექმნას საწარმო და ადგილობრივები დაასაქმოს.
პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე დასრულდა წყლისა და კანალიზაციის მოწესრიგება და მოხდა გაზიფიცირება. სამრეწველო ზონაში მიმდინარეობს გზაზე ბეტონის საფარის დაგება. ტერიტორიის 60% ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ უკვე ათვისებულია.