IRI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამეტნო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს, "ნაციონალურ მოძრაობას" გამოკითხულთა 43% უჭერს მხარს, "ქართულ ოცნებას" - 24%, რაც შეეხება "ქდმ"-ს, მათ რესპონდენტთა 7% უჭერს მხარს. გამოკითხულთა 21%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს.
შეგახსენებთ, რომ კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმაც გამოაქვეყნა. ანალოგიურ შეკითხვაზე NDI-ის შედეგები ასე გამოიყურება: "ნაციონალური მოძრაობა" - 47%, "ქართული ოცნება" - 18%, "ქდმ"-ს რაც შეეხება, პირველ არჩევანში გამოკითხულთა 3%, ხოლო მეორე არჩევანში გამოკითხულთა 6% უჭერს მხარს.