ქრისტიან- დემორკატიული მოძრაობის ლიდერები გურააჯის ცენტრში პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებსა და უნარშეზღუდულებს შეხვდნენ. მაგდა ანიკაშვილმა და ზაზა გაბუნიამ ადგილზე მოისმინეს მოსახლეობის პრობლემები და დეტალურად გაეცნენ მათ მდგომარეობას.
შეხვედირსას საუბარი პენსიების საკითხს, სადაზღვევო პოლისებსა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს შეეხო ასევე მოძრაობის ლიდერებმა შეხვედრისას ქდმ- ს საარჩევნო პროგრამის იმ ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება, რომელშიც ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებზეა საუბარი.
ქრისტიან-დემორკატების განცხადებით მოსახლეობის უპირველეს პრობლემას დღემდე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა წამროადგენს.
მოძრაობის ლიდერები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ უნარშეზღუდული ადამიანებისთვის დაწესდეს განსხვავებული სამედიცინო პოლისები, რომელიც უზნუნველყოფს რეაბილიტაციის პროგრამებს, ლოგოპედის მოსამხურებას, შესაბამის მასაჟებსა და სხვა აუცილებელი საჭიროებებს..
"ქრისტიან-დემოკრატების ამოცანაა პირველადი ჯანდაცვის განვითარება, სოფლის ამბოლატორიების რეაბილიტაცია, სოფლისა და ოჯახის ექიმის ინსტირუტის გაძლიერება პოლისებში მედიკამენტების სიის და ჩამონათვლის გაფართოება ანუ წინაპირობების შექმნა საიმისოდ რომ ჯანდაცვა გეოგრაფიულად და სისტემატიურად იმაზე უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ვიდრე დღეს არის" განაცხადა ზაზა გაბინიამ