ქვეყნის გენერალური აუდიტორი, შესაძლოა, ლაშა თორდია გახდეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიას კანდიდატურა განიხილება. ოფიციალურად კი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თორდიას კანდიდატურას პარლამენტს ხვალ წარუდგენს.
შეგახსენებთ, რომ ლევან ბეჟაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა, რის მიზეზადაც კახეთში მომხდარი სტიქია და მისი მხრიდან მოსახლებისთვის გვერდით დგომა დაასახელა.