საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ სფეროში მოღვაწე მეცნიერებს შეხვდა.
მხარეებმა სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. განიხილეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებისა და პრევენციის საკითხები.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ამ დროისთვის ჯილეხის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ყურადღების გამოჩენა მისასალმებელია.
მერაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრაში მონაწილე მეცნიერების დახმარებით უახლოეს მომავალში შეიქმნება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამა, რათა მინიმუმამდე შემცირდეს პირუტყვის დაავადებათა რისკი.