ხვალ, 25 ივლისს, საკანონმდებლო ორგანო, სტიქიასთან დაკავშირებით, 2012 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებს დაამტკიცებს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოსა და მოსახლეობის კომპენსირების მიზნით, დაახლოებით 162 მილიონი ლარი დაიხარჯება, რისი მობილიზებაც ბიუჯეტის ცალკეული მუხლების შემცირების ხარჯზე მოხდება.
ბაქრაძე აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად, ყველაზე მეტად კახეთის რეგიონი დაზარალდა და სწორედ ამიტომ პირველ ეტაპზე აუცილებელია, მოხდეს სახლების აღდგენა-გადახურვა, ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება, სურსათით დახმარება, რის შემდეგაც უნდა დაიწყოს რეგიონის გრძლევადიანი რეაბილიტაცია.