ხვალ, 25 ივლისს, საქართველოს სტატისტიკის დღე აღინიშნება.
ეს თარიღი საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების დაწყებას უკავშირდება. სწორედ 1919 წლის 25 ივლისს შეიქმნა სტატისტიკის პირველი სამსახური.
სტატისტიკოსთა პროფესიული დღის აღნიშვნა საქართველოში 2002 წლიდან ხდება.