შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (აღმოსავლეთი) და ახალქალაქის პოლიციის თანამშრომლებმა, ხაშურში საქართველოს მოქალაქე მზია მიხეილის ასული აკოფოვი დააკავეს.
აღნიშნული პირი იძებნება ახალქალაქის შსს სამმართველოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით).