ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები გურჯაანში იმყოფებოდნენ , სადაც ბელა საფარაშვილის სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულეს. მაგდა ანიკაშვილი და ზაზა გაბუნია ადგილზე გაეცნენ საფარაშვილების ოჯახის მდგომარეობას და მათ არსებულ პრობლემებზე ესაუბრნენ.
ქრისტიან-დემორკატების განცხადებით ბელა საფარაშვილს სახელმწიფოსგან აქვს სამედიცინო პოლისი ,თუმცა ის არ პასუხობს იმ ელემენტარულ მოთხოვნებს რომელიც ოჯახს გააჩნია. შესაბამისად პენსიონერისთვის ყველა საჭირო მედიკამენტი არ არის ხელმისაწვდომი. ბელა საფარაშვილს აქვს პენსია 100 ლარის ოდენობით მაგრამ ეს ასევე არ არის საკმარისი მისი ყოვედღიური საჭიროებებისთვის.
მაგდა ანიკაშვილი და ზაზ გაბუნია სოციალურად დაუცველ ბელა საგარაშვილთან ერთად ადგილობრივ აფთიაქშიც იმყოფებოდნენ, სადაც კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ იმაში , რომ ის თანხა რაც არის გამოყოფილი მეიდკამენტების უზრუნველყოფის თვალსაზრისით არ არის საკმარისი სოციალურად დაუცველთათვის.
მადგა ანიკაშვილის განცხადებით მიხეილ სააკაშვილმა გასულ საპარლამენტო დებატების დროს ქრისტიან-დემორკატებისთვის მიცემული პირობა არ შეასრულა და არ იქნა გაზრდილი მედიკამენტების დაფინანსება. მისი წლიური ლიმიტი დღეს მხოლოდ 100 ლარია
„ჩვენ ვითხოვთ რომ სამედიცინო პოლისებში გაიზარდოს მედიკამენტებზე დაფინასნების თანხა ასვეე აუცილებელია რომ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის დაწესდეს განსხვავებული რეჟიმი და იყოს რა თქმა უნდა ულიმიტო, ვისაც მუდმივად ესაჭიროება მედიკამენტები სადაზღვევო კომპანიამ უდნა უზრუნველყოს ისინი ყველა აუცილებელი მედიკამენტით" განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა
შეგახსენებთ რომ გასულ საპარლამენტო დებატების დროს მაგდა ანიკაშვილის ინიციატვიას იმასთან დაკავშირებით რომ 200 ლარამდე გაზრდილიყო მედიკამენტების დაფინანსება სამედიცინო პოლისებში პრეზიდენტი სააკაშვილი გამოეხმარუა და მასზე თანხმობა განაცხადა თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა. ქდმ სააკაშვილს მიცემული დაპირების შესრულებას მოუწოდებს.
ქდმ-ს ლიდერები გურჯაანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ბელა საფარაშვილს სტუმრობდნენ