სირიის თავისუფალი არმიის განცხადებით, რომელიც ოპოზიციის მხარეს იბრძვის ბაშარ ასადი ქიმიურ იარაღს აეროპორტებში ათავსებს.
"ასადმა ქიმიური კომპონენტების შემრევი დანადგარების ნაწილი და შეიარაღება აეროპორტებში განათავსა, ქვეყნის საზღვრებთან ახლოს", - ნათქვამია თავისუფალი არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნულია, რომ სირიის თავისუფალი არმიის გაერთიანებულმა სარდლობამ კარგად იცის ის ადგილები, სადაც ეს იარაღია განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დამასკოში მოწყობილ პრესკონფერენციაზე სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯიჰად მაკდისმა განაცხადა, რომ სირია ქიმიურ იარაღს მხოლოდ გარე აგრესიის შემთხვევაში გამოიყენებს.