დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს აძლევს.
სიცხესთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რისკის ქვეშ იმყოფებიან ახალშობილები, ბავშვები,მოხუცები, გულსისხლძარღვთა სისტემითა და ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ჭარბწონიანი ადამიანები და ალკოჰოლზე დამოკიდებული პირები.
დაავადებათა ეროვნული ცენტრი აღნიშნულ პირებს ურჩევს, მიიღონ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით სითხე, შეზღუდონ ალკოჰოლის მიღება და გამოიყენონ თავისუფალი და ღია ფერის სამოსი.
"რეკომენდაცია არის ის, რომ ჩაიცვან ნატურალური მასალისგან დამზადებული ღია ფერის სამოსი. ატარონ ქუდი, ან თავსაბურავი. მიიღონ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით სითხე. ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა რეკომენდაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმებს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებულმა ადამიანებმა ხშირად უნდა განახორციელონ გულის წნევის მონიტორინგი", - განაცხადა ჟურნალისტებთან დაავადებათა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ლელა სტურუამ.
რუჯის მოყვარულ ადამინებს, რაც შეეხება მედიკოსები ურჩევენ, რომ რუჯი დილის 6-8 საათამდე, ხოლო საღამოს 6 საათიდან მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, კანის კიბო განვითარდეს.