საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კახეთში პირველ სექტემბრამდე უნდა დასრულდეს იმ სტუდენტების რეგისტრაცია ვისაც სახელმწიფო გრანტი არ აქვს.
პირველ სექტემბრამდე უნდა დავასრულოთ იმ სტუდენტების რეგისტრაცია ვისაც სახელმწიფო გრანტები არ აქვს და ვისაც ფულის გადახდის პრობლემა აქვს. პირველ სექტემბრამდე უნდა დავაზუსტოთ, გადასახდელი თანხის რაოდენობაც", _ განაცხადა მერაბიშვილმა თელავში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით საგანგებო შტაბის მორიგ სხდომაზე.