საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთის გამგებლებს დაზარალებულების საბოლოო რაოდენობის დასაზუსტებლად ათდღიანი ვადა მისცა, _ განცხადება ამის შესახებ ივანე მერაბიშვილმა თელავში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით საგანგებო შტაბის მორიგ სხდომაზე განაცხადა.
,,მინდა გამგებლებსა და რწმუნებულებს ათი დღის ვადა მივცე, რომ დავასრულოთ დაზარალებულების რეგისტრაცია. ვინ მოექცევა პირველ, მეორე და მესამე კატეგორიაში. ვადის ამოწურვის შემდეგ, სიები გადავცეთ ჯანდაცვის სამინისტროს. ჯანდაცვის სამინისტრო უმოკლეს ვადაში ბანკის საშუალებით, ფულადი კომპენსაციების დარიგებას დაიწყებს, რომელიც, პრაქტიკულად, ერთ კვირაში უნდა დასრულდეს", - განაცხადა ივანე მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის იმ ნაწილს ვისაც კრედიტის გადავადებასთან დაკავშირებით პრობლემები შექმნა ადგილობრივ გამგეობებს უნდა მიმართონ.
,,თუ რომელიმე დაზარალებულს პრობლემები შეექმნა კრედიტის გადავადებასთან დაკავშირებით, მიმართონ რწმუნებულებს, გამგებლებს და ჩენ ამ პრობლემას აუცილებლად გადავწყვეტთ", _ განაცხადა მერაბიშვილმა.