61 წლის ასაკში პირველი ამერიკელი ასტრონავტი ქალი, სალი რაიდი გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, რაიდის დაღუპვის მიზეზი კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო გახდა.
სალი რაიდი მონაწილეობას იღებდა 1983 წლის კოსმოსური ექსპედიციაში, ხომალდით Challenger-ი.
1986 წელს იგი მონაწილეეობდა საპრეზიდენტო კომისიის მუშაობაში, რომელიც კოსმოსური ხომალდის Challenger-ის კატასტროფის მიზეზებს იძიებდა.