თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ოპელის მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც დროულად მოახერხეს მანქანიდან გადმოსვლა.
ცეცხლი მეხანძრეებმა ჩააქრეს.
მანქანა მთლიანად დაიწვა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
შემთხვევა გორთან მოხდა.