28 დღის ახალშობილი ნახშირჟანგის ინტოქსიკაციით იაშვილის მიიყვანეს. შემთხვევა თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა.
კლინიკაში ჩვილს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ოჯახის წევრების თქმით, ნახშირჟანგი წყლის გამაცხელებლიდან დაგროვდა.