ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები პარტიის სათაო ოფისში გაეროს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრისას საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყანაში ამ კუთხით მიმდინარე მოვლენებს.
ქდმ-ს ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საკითხში უმნიშვნელოვანესია საერთასორისო ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი გაეროს სადამკვირვებლო მიისიის როლი.
"შეხვედრაზე წამყვანი საარჩევნო თემატიკა იყო,სადაც ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე. ზოგადად მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე გაეროს სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა უმნიშვნელოვანესი იქნება რაც უფრო მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება არჩევნებს მით უფრო ნაკლები შანსია იმისა რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბოს" განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.