"ნიუს ინტერნეიშენალის" დირექტორის თანამდებობიდან რუპერტ მერდოკი გადადგა. გადაწყვეტილების მიზეზად მედიამაგნატმა კომპანიაში არსებული პრობლემები და დაპირისპირება დაასახელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანული მედია მერდოკის გადაწყვეტილების სხვა მიზეზებზე საუბრობს. მედიასშუალებები წერენ, რომ მერდოკის გადადგომის მიზეზი News of the World-ის ჟურნალისტებთან და სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებული სკანდალი გახდა.
შეგახსენებთ, რომ რუპერტ მერდოკმა კომპანია 33 წლის ასაკში დააარსა და დღემდე ხელმძღვანელობდა.