გასული ღამის განმავლობაში სირიის მთავარ ქალაქებში - დამასკოსა და ალეპოში ბრძოლები გრძელდებოდა და ამჟამადაც მიმდინარეობს.
ოპოზიციის ინფორმაციით, ალეპოში საარტილერიო დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაინგრა. დამასკოში კი, სამთავრობოო ძალების ინფორმაციით, მათ ქალაქის რაიონი - კაბუნი დაიბრუნეს, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებდა.
სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვეენა კადრები, რომელზედაც ჩანს დახოცილთა ცხედრები და იარაღი.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, სამთავრობი ძალები ჯერ სრულად ვერ აკონტროოლებენ დედაქალაქს. ჯარების სარდლობამ გააფრთხილა რიგი რაიონის მოსახლეობა, რომ მათ საცხოვრებელი სახლები უნდა დატოვონ.