ჩინეთის დედაქალაქ პეკინს ბოლო სამოცი წლის განმავლობაში უძლიერესი ქარი და წვიმა დაატყდა თავს.
სააგენტო სინხუას ინფორმაციით, პეკინში დაღუპულია ათი, ათასობით ადამიანი კი ევაკუირებულია.
ჩინეთის სხვა რეგიონებში წყალდიდობის გამო 4 ადამინი დაიღუპა, ხოლო მეწყერმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
წვიმამ დატბორა გზები და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას. ქარმა სახლებს სახურავები გადახადა.
უამინიდობის გამო გადაიდო 200-ზე მეტია ავიარეისი.