საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ზუგდიდის საავადმყოფოში მიიყვანეს. ფაცაციას ჭრილობა ზედა კიდურის არეში აქვს მიღებული.
ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ფაცაციას ტყვია შემთხვევით მოხვდა. მისი მეგობრის თქმით, ფაცაციას ნათესავი თოფს წმენდდა რა დროსაც გასროლა მოხდა.
ოთარ ფაცაცია ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ხელმძღვანელი იყო.
მასალის გამოყენების პირობები