ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ქეთევან ბოჭორიშვილი დაინიშნა. ბოჭორიშვილი წელიწად-ნახევრის (2010-2012) განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს.
ბოჭორიშვილი ამასთანავე დასახელებულ იქნა სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობას. სამეთვალყურეო საბჭოს უხელმძღვანელებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი.
ახალი თანამდებობის ფარგლებში ბოჭორიშვილი გააგრძელებს მუშაობას ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით.