ბულგარეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ებრაელებით სავსე ავტობუსის აფეთქება ქალაქ ბურგასში თვითმკვლელმა განახორციელა, რომელსაც ყალბი ამერიკული საბუთები ჰქონდა.
ბულგარეთის შს სამინისტრომ ამ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. აფეთქების შედეგად დაღუპულია რვა ადამიანია და დაჭრილია 34.
ერთ-ერთი დაღუპული - ბულგარელი მძღოლია და კიდევ ერთი - სავარაუდოდ თავად თვითმკვლელი.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტობუსში იმყოფებოდნენ ებრაელები, რომლებიც დასასვენებლად ბულგარეთში მიემგზავრებოდნენ.
ებრაელებით სავსე ავტობუსების აფეთქება ადრე მომხდარი ტრაგედიის მე-18 წლისთავზე მოხდა. 18 წლის წინ ბუენოს-აირესის ებრაულ კვარტალში ასევე აფეთქება მოხდა. მაშინ 86 ადამიანი დაიღუპა. ისრაელმა ამაში ირანი დაადანაშაულა.
ახლაც ისრაელის ხელისუფლებამ აფეთქებაში თეირანი დაადანაშაულა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ყველა ფაქტი ამ აფეთქებასთან ირანის კავშირზე მეტყველებს.
"ყველა კვალი ირანში მიდის. ისრაელის პასუხი ირანს მკაცრი იქნება",_ განაცხადა პრემიერმა.