დიდმა ბრიტანეთმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადისა და მისი მთავრობის კუთვნილი აქტივები გაყინა.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, გაყინული აქტივები თანხაში 160 მლნ დოლარის ტოლია. ამ აქტივების დიდი ნაწილი არის თანხები სხვადასხვა კომპანიებისა და ფიზიკური პირების ანგარიშებზე. აღნიშნული სუბიექტები პირდაპირ კავშირში არიან პრეზიდენტ ასადთან.
საბანკო ანგარიშები ევროკავშირის სანქციებს დაექვემდებარა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ სირიის პრეზიდენტის და მისი ნდობის აღჭურვილი პირების მთლიანი აქტივები 1,6 მლრდ დოლარია. თუმცა ამ თანხის მნიშვნელოვანია ნაწილი განთავსებულია იმ ქვეყნებში, სადაც დამასკოს მიმართ სანქციები არ მოქმედებს.