აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში უახლოეს მომავალში მოსკოვში გამგზავრებას აპირებს. ბაღაფშის მოსკოვში გამგზავრების მიზანი რუსეთის ხელისუფლებასთან რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმებაა. ეს განცხადება დღეს რუსეთის ე. წ. ელჩმა ოკუპირებულ აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა სოხუმი გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი ინფორმაციით, სერგეი ბაღაფშის მოსკოვში ვიზიტის დრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა მოკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა იქნება.
"საუბარია რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ", _ აცხადებს გრიგორიევი.