თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია "ქართული ოცნების" დაკავებული წევრების პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან ,,ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კოალიციის წევრების დაკავებას აპროტესტებენ.მათივე თქმით ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლების დაკავება უკანონოდ მოხდა.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრები მერაბ კაჭახიძე, ტარიელ ქარდავა და თეიმურაზ შეყლაშვილი სამართალდამცველებმა 16 ივლისს დააკავეს. მათ ბრალი თვალთმაქცურ გარიგებაში ედებათ.