სოჭის საზღვაო პორტიდან სამოქალაქო საზღვაო ტრანსპორტი სამი საერთაშორისო მიმართულებით დადის - ტრაბზონში (თურქეთი), ბათუმი (საქართველო) და გაგრა (ოკუპირებული აფხაზეთი/ საქართველო). ყველა ამ მიმართულებით რუსეთის მოქალაქეებს ტურისტული ვიზა არ სჭირდება.
საზღვაო ექსპრესით სოჭიდან ბათუმამდე მგზავრობა 4 საათსა და 30 წუთს გრძელდება და 3 5000 რუსული რიბლი ღირს. 12 წლამდე ბავშვებისათვის ეს თანხა ორჯერ იაფია. რეისი კვირაში ორჯერ სრულდება - ხუთშაბათსა და შაბათს.
სოჭიდან თურქეთამდე საზღვაო ექსპრესით გზის დაფარვას ამავე რაოდენობის დრო სჭირდება, თუმცა დადის კიდევ სატვირთო-სამოქალაქო ბორანი, რომელიც მანძილის დაფარვას 12 საათი ანდომებს. ბილეთის ფასი პირველ შემთხვევაშიც 3 500 რუსული რუბლია, მეორე შემთხვევაში კი 4000 დან 5000 რუბლამდე. ბორანი მოგზაურებისათვის არის მოსახერხებელი, ასევე მათთვისაც, რომლებიც თურქეთში საკუთარი ტრანსპორტით უნდა ჩავიდნენ. თუმცა ამ შემთხვევაში გადასახადი იზრდება. მოტოციკლზე - 7 300 რუბლი, მსუბუქ ავტომობილზე 13 500 რუბლიდან, ხოლო "ჯიპის" ტიპის ავტომობილზე 20 000 რუბლიდან.
გაგრაში ყოველდღიურად, კომპანია "ვოდოხოდ"-ის კატერი-კატამარანი დადის. გამგზავრება სოჭიდან 09:00 სათზე, უკან - 10:30 საათზე. გზის დაფარვა საათნახევარში ხდება. ბილეთის ფასი 500 რუბლია, კრასნოდარის მხარისა და აფხაზეთის მაცხოვრებლებისათვის კი 100 რუბლით ნაკლები.