NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე წარმატებულად ქართული ჯარის საქმიანობას მიიჩნევს.
NDI-ის კითხვაზე როგორ შეაფასებთ, ქვემოთ ჩამოთვლილთა საქმიანობას რესპონდენტთა 16% ძალიან კარგად აფასებეს საქართველოს ჯარს, 14% საქართველოს პოლიციას. შფასებებში კარგად საქართველოს ჯარის მაჩვენებელი 41%-ია, ხოლო საქართველოს პოლიციის 44%
ასევე ძალიან კარგად "ნაციონალურ მოძრაობის" საქმიანობას აფასებს 8%, ხოლო კოალიცია ,,ქართული ოცნების" საქმიანობას კი 11%. ამავე პარტიების საქმიანობა "კარგად", შესაბამისად - 29% და 18%-ის მიერ შეფასდა.
შეგახსენებთ, რომ NDI-მ პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგები გამოაქვეყნა. კვლევა საქართველოს მასშტაბით 4-22 ივნისს ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუერის პრინციპით 6 299 ადამიანი გამოიკითხა.