საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში "ლიბერთი ბანკის" ფილიალში პირადად აკვირდებოდა სადაზღვევო პოლისების დარიგების პროცესს.
დიდი რიგების გამო, მიხეილ სააკაშვილმა ბანკის ხელმძღვანელობას პროცესის მოწესრიგება მოსთხოვა, ხოლო პენსიონერებს ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
მისი თქმით, სადაზღვევო პოლისების მეშვეობით, 1 სექტემბრიდან, დამატებით, მილიონზე მეტი ადამიანი შეძლებს დიაგნოსტიკურ გამოკვლევას, ამბულატორიულ მკურნალობას, გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციების გაკეთებას და სხვა ჰოსპიტალური მომსახურების მიღებას.
ამჟამად, სახელმწიფო დაზღვევით 900 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს.