პოლონეთში ტორნადოს შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. სტიქიამ განსაკუთრებული ზარალი ბალტიისპირა რეგიონს და პომერანიას პროვინციას მიაყენა.
სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა მომხდარის სამოყვარულო კამერით გადაღებული პირველი კადრები.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტიქიამ უნიკალური ტყე-პარკის 400 ჰექტარის ფართობიც დააზიანა და მიმდებარე დასახლებებში 100-ზე მეტი სახლი დაანგრია.
როგ რაიონებში შეწყვატილია ელექტროენრერგიის მიწოდება, შეფერხებით მუშაობს რკინიგზა.