ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობის გამო დამწვრობის ცენტში სამი ადამიანია მოთავსებული. ორი მათგანი საავადმყოფოში დუშეთიდან გადმოიყვანეს, ერთი კი თბილისის მცხოვრებია.
გოგონებმა ლეღვის ნახარში გარუჯვისათვის გამოიყენეს.
ცენტრის ექიმის, ქრისტინე სანაშვილის განცხადებით, მძიმეა 21 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მას სხეულის 45% აქვს დამწვარი.
ექიმები შედარებით მსუბუქად მიიჩნევენ ორი პაციენტის 14 და 17 წლის გოგონების მდგომარეობას. მათ მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აქვთ მიღებული.